ნერვული ანორექსია
ნერვული ანორექსია - (F50.0), (anorexia nervosa), სხეულის წონის გამიზნული დაკლება (რომელსაც პაციენტი ნებაყოფლობით იწყებს და აგრძელებს) და, ასევე, სპეციფიკური ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებებები, როცა სიმსუქნის ან ცუდი ფიგურის შიში აღწევს მყარი, აკვიატებული და ზეღირებულოვანი იდეის რეგისტრს.
პაციენტები ზღუდავენ საკუთარი სხეულის მასას, რასაც ჩვეულებრივ თან სდევს ორგანიზმის სხვადასხვა ხარისხით განლევა-გამოფიტვა, მეორადი ენდოკრინული და მეტაბოლური ცვლილებები, ფიზიოლოგიურ ფუნქციათა დარღვევები (მაგ., ამენორეა).
აშლილობის სიმპტომები მოიცავს – მკაცრ დიეტურ შეზღუდვებს, ზომაგადასულ ფიზიკურ ვარჯიშებს, ხელოვნურად გამოწვეულ ხშირ პირღებინებას, საფაღარათო საშუალებების, მადის დამთრგუნველი და დიურეზული საშუალებების გამოყენებას.
ჩვეულებრივ, აშლილობა უვითარდებათ მოზარდ გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს, თუმცა შეიძლება აღვნიშნოთ ზრდასრულ მანდილოსნებს თვით მენოპაუზამდე, ასევე – მოზარდ ვაჟებსა და ახალგაზრდა მამაკაცებს. (ჯმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები)
ტერმინი „ნერვული ანორექსია“, პირველად გამოიყენა ინგლისელმა ექიმმა უილიამ გალმა 1868 წელს, თუმცა, ნერვული ანორექსიის მრავალი შემთხვევა ადრეც იყო დაფიქსირებული. მან ხაზი გაუსვა ამ მდგომარეობის ფსიქოლოგიურ საფუძველს, წონის აღდგენის საჭიროებას და ოჯახის როლს. ამავე პერიოდში მოცემული მდგომარეობა აღწერა შარლ ლასეგმაც (Charles Lasègue), რომელიც პარიზში მოღვაწეობდა. ნერვული ანორექსიის წამყვანი ნიშნებია სხეულის ძალიან დაბალი წონა (სტანდარტულ წონაზე 15%-ით ნაკლები; სხეულის მასის ინდექსი <17.5), განსაკუთრებული დამოკიდებულება სხეულის წონისა და ფორმის მიმართ, წონაში მატებისა და სიმსუქნის ძლიერი შიში, სიგამხდრის ძლიერი მოთხოვნილება და ამენორეა ქალებში (იხ.ნერვული ანორექსიის კრიტერიუმები DSM-IV მიხედვით)
პაციენტების უმრავლესობა ახალგაზრდა ქალია. ეს მდგომარეობა, როგორც წესი, ვითარდება მოზარდობის პერიოდში, თუმცა, ის შესაძლებელია ბავშვობაში ან უფრო გვიანდელ ასაკშიც განვითარდეს. ის ჩვეულებრივი დიეტის დაცვის მსგავსად იწყება, მაგრამ შემდგომში უმართავი ხდება. ცენტრალური ფსიქოლოგიური ნიშანია სხეულის ფორმასა და წონასთან დაკავშირებული ზეღირებულოვანი იდეები. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს დამახინჯებული წარმოდგენა თავის სხეულზე, სჯეროდეს, რომ ის ძალიან მსუქანია, ხოლო სინამდვილეში წონის მწვავე დეფიციტს განიცდიდეს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პაციენტების უმრავლესობას არ სურს, რომ წონაში მატების მიზნით სხვისაგან დახმარება მიიღოს.
სარჩევი |
ნერვული ანორექსიის კრიტერიუმები DSM-IV მიხედვით
ნერვული ანორექსიის კრიტერიუმები DSM-IV მიხედვით |
---|
|
ნერვული ანორექსიის ტიპები |
არის დაკავებული უკონტროლო კვებითა და გამწმენდების გამოყენებით (თვითგამოწვეული პირღებინებით ან საფაღარათე საშუალებებით, დიურეტიკებისა და ოყნის ბოროტად გამოყენებით) |
დაკავებული უკონტროლო კვებით და გამწმენდების გამოყენებით (თვით-გამოწვეული პირღებინებით ან საფაღარათე საშუალებების, დიურეტიკებისა და ოყნის ბოროტად გამოყენებით). |
სიგამხდრისაკენ სწრაფვა
სიგამხდრისაკენ სწრაფვა შეიძლება რამდენიმე ფორმით გამოვლინდეს. ზოგადად, პაციენტები ჭამენ ძალიან ცოტას და საკუთარ თავს ძალიან დაბალკალორიულ ზღვარს უწესებენ (ხშირად 600-სა და 1000 კკალ-ს შორის). ზოგიერთი ცდილობს, წონის დაკლებას მიაღწიოს პირღებინების გამოწვევით, ინტენსიური ვარჯიშით და საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებით. ხშირად პაციენტებს მოიცავს საკვებზე ფიქრი და დროდადრო სიამოვნებას იღებენ იმით, რომ სხვისთვის „კულინარულ შედევრებს“ ქმნიან. ნერვული ანორექსიით დაავადებული ზოგიერთი პაციენტი აღიარებს, რომ საჭმელს მალავს, ზოგი კი მაღაზიიდან იპარავს ან სხვა გზით შოულობს მას.
უკონტროლო კვება
უკონტროლო კვება. პაციენტების ერთ ჯგუფს ახასიათებს უკონტროლო კვების განმეორებითი ეპიზოდები. ასეთი ტიპის ქცევა ინტენსიური ხდება ასაკთან ერთად და ქრონიკულ სახეს იღებს. უკონტროლო კვების ეპიზოდების დროს პაციენტი, როგორც წესი, ისეთ საკვებს იღებს, რომლისგანაც, ჩვეულებრივ, თავს იკავებს. გადაჭარბებული ჭამის შემდეგ პაციენტი შებერილობას გრძნობს და, შეიძლება მან ხელოვნურად გამოიწვიოს პირღებინება. ასეთ ეპიზოდებს თან სდევს სინდისის ქენჯნა და წონაში დაკლების ინტენსიური ძალისხმევა. პაციენტის აღშფოთებას იწვევს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ურჩევს მას ჭამისაგან თავი არ შეიკავოს. მას შეუძლია, გადამალოს საკვები, ან ჭამის დამთავრებისთანავე, სხვებისთვის შეუმჩნევლად, გამოიწვიოს პირღებინება. DSM-IV-ის მიხედვით, ნერვული ანორექსია, რომელიც უკონტროლო კვებასთან და გამწმენდი საშუალებების (ლაქსატივები, დიურეტიკები და ოყნა) ავადმოხმარებასთან არის დაკავშირებული, რესტრიქციულისაგან განსხვავებულ ტიპად ითვლება.
ამენორეა
ამენორეა ერთ-ერთი ფიზიკური ანომალიაა, რომელიც ტრადიციულად შეტანილია დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში. ის ვლინდება ნერვული ანორექსიის ადრეულ სტადიაზე და შემთხვევათა მეხუთედში წინ უსწრებს წონის მკვეთრ კლებას; თუმცა, ანამნეზის შეკრების დროს ირკვევა, რომ პაციენტს დიეტა ადრე ჰქონდა დაწყებული. რიგ შემთხვევებში, თავიდან ყურადღებას იქცევს ამენორეა, ხოლო მოგვიანებით კვებითი აშლილობა.
სხვა სიმპტომები
სხვა სიმპტომები: დეპრესიული, შფოთვითი და ობსესიური სიმპტომები, გუნებ-განწყობის ლაბილობა და სოციუმიდან გარიყვა ამ მდგომარეობის საერთო ნიშნებია. როგორც წესი, მას თან სდევს სექსუალური ინტერესის დაქვეითებაც.
ფიზიკური შედეგები
ნერვული ანორექსიისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი სიმპტომები და ნიშნები მეორადია და შიმშილის შედეგს წარმოადგენს. მათ შეიძლება ორგანიზმის სხვადასხვა სისტემა დააზიანონ (იხ. ცხრილი).
ნერვული ანორექსიის ფიზიკური მახასიათებლები
ნერვული ანორექსიის ფიზიკური მახასიათებლები ფიზიკური სიმპტომები - სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- გასტროინტესტინური სიმპტომები - შეკრულობა, ჭამის შემდეგ სისავსის შეგრძნება, შებერილობა;
- თავბრუსხვევა და სინკოპე;
- ამენორეა ქალებში, რომლებიც არ იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს; სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება; უნაყოფობა;
- ცუდი ძილი, დილით ადრე გაღვიძება.
ფიზიკური ნიშნები - განლევა, ზრდაში შეფერხება, მკერდის განვითარების შეჩერება (პრეპუბერტატის დროს);
- მშრალი კანი, ნაზი ღინღლი (ლანუგო) ზურგზე, წინამხრებსა და სახეზე; კანის, ფეხისა და ხელის გულების აგურისფერი შეფერილობა;
- ყურსუკანა და ყბისქვეშა ჯირკვლების შესიება (განსაკუთრებით, ბულიმიის მქონე პაციენტებში);
- წინა კბილების შიდა ზედაპირის ეროზია (პერიმილოლიზისი) მათთან, ვისაც ხშირად აქვს პირღებინება;
- ცივი ხელები და ფეხები; ჰიპოთერმია;
- ბრადიკარდია; ჰიპოტენზია, არითმია (განსაკუთრებით, დაბალი წონის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ელექტროლიტური დარღვევები);
- დამოკიდებული შეშუპება (რაც ართულებს სხეულის წონის შეფასებას);
- პროქსიმალური კუნთების სისუსტე (მჯდომარე მდგომარეობიდან წამოდგომის გაძნელება). ფიზიკური გამოკვლევებით გამოვლენილი ანომალიები
- ენდოკრინული დარღვევები;
- მალუთეინიზირებელი ჰორმონის, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონისა და ესტრადიოლის დაბალი კონცენტრაცია;
- T4-ის ნორმალური მაჩვენებლის დროს დაბალი T3, თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის ნორმალური კონცენტრაცია (დაბალი T3 სინდრომი);
- პლაზმაში კორტიზოლის მაღალი დონე დექსამეტაზონის სუპრესიის გარეშე;
- ზრდის ჰორმონის მაღალი კონცენტრაცია;
- ჰიპოგლიკემია (იშვიათად).
კარდიოვასკულური - დარღვევები ეკგ-ზე (განსაკუთრებით, ელექტროლიტური დისბალანსის დროს);
- გამტარებლობის დეფექტები, განსაკუთრებით, Q-თ ინტერვალის გახანგრძლივება.
გასტროინტესტინური - კუჭის დაცლის დაგვიანება;
- მსხვილი ნაწლავის მოძრაობის შენელება (მეორადია - ლაქსატივების ხშირი გამოყენების გამო);
- კუჭის მწვავე გაფართოება (იშვიათია, მეორადია უკონტროლო და გადაჭარბებული ჭამის გამო).
ჰემატოლოგიური - საშუალო სიმძიმის ნორმოქრომულ-ნორმოციტული ანემია;
- მსუბუქი ლეიკოპენია შედარებითი ლიმფოციტოზით;
- თრომბოციტოპენია.
სხვა მეტაბოლური ანომალიები - ჰიპერქოლესტეროლემია;
- პლაზმის კაროტინის მაღალი დონე;
- ჰიპოფოსფატემია (ზემოთ იწევს კვების შემდეგ);
- დეჰიდრაცია;
- ელექტოლიტური დისბალანსი (დამოკიდებულია ფორმაზე; აღენიშნებათ პირებს, რომლებიც ხშირად აღებინებენ ან დიდი რაოდენობით იყენებენ ლაქსატივებსა და დიურეტიკებს);
- ჰიპოკალიემია.
სხვა სახის ანომალიები - ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი (მოტეხილობის მაღალი რისკით).
Fairburn, Harrison, 2003