უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:56, 14 ივნისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა - DSM-IV-ის დაუზუსტებელი კვებითი აშლილობების (EDNOS) ჯგუფი, რომელიც „საჭიროებს შემდგომ შესწავლას”. ამ ჯგუფში შედის უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობა (binge eating disorder).
მოცემული ტერმინის დეფინიცია და მისი ვალიდურობა საკმაოდ ბუნდოვანია, რადგან მის შესახებ მწირი ინფორმაცია მოგვეპოვება. მას ახასიათებს განმეორებითი ბულიმიური ეპიზოდები, თუმცა, ნერვული ბულიმიისაგან განსხვავებით, ამ დროს პაციენტი არ მიმართავს პირღებინებასა და გამწმენდ საშუალებებს. პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ დეპრესიული სიმპტომები და ჰქონდეთ უკმაყოფილების განცდა საკუთარი სხეულის წონისა და ფორმის გამო, თუმცა, ეს უკანასკნელი, ნერვულ ბულიმიასთან შედარებით, ნაკლებად მწვავედაა გამოხატული.