სინდრომი ასპერგერის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინდრომი ასპერგერის - (F84.5), (Asperger syndrome), დაუდგენელი ნოზოლოგიური ბუნების აშლილობა, რომელიც ბავშვობაში ვლინდება და ხასიათდება აუტიზმისათვის ტიპური სოციალური ურთიერთობების ხარისხობრივი დარღვევებით და შერწყმულია ინტერესებისა და საქმიანობის შეზღუდულ, სტერეოტიპულ და განმეორებად რეპერტუართან.

აუტიზმისაგან ყველაზე მეტად განასხვავებებს ის, რომ ამ აშლილობის დროს არ აღინიშნება განვითარებაში ზოგადი ჩამორჩენა ან მეტყველების და შემეცნებითი უნარების განვითარების დაგვიანება. ამ აშლილობის დროს ხშირად გამოხატულია მოუქნელობა. დარღვევების შენარჩუნების ტენდენცია აღინიშნება როგორც მოზარდობისას, ასევე განვითარების მომდევნო ეტაპზე. ზოგჯერ ადრეული მოზრდილობის ასაკში აღინიშნება ფსიქოზური ეპიზოდები.

სინონიმი

  • აუტისტური ფსიქოპათია (autistic psychopathy)
  • ბავშვთა ასაკის შიზოიდური აშლილობა (schizoid disorder of childhood)




წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები