ნაცარქათამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:36, 30 აგვისტო 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნაცარქათამა - ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი სარეველაა, მთავარღერძიანი ფესვით, სწორმდგომი. ყვავილედი თავთავისებრ საგველასებრი აქვს. აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა +4-60, ოპტიმალური +18-24OC. აღმოცენება მარტიდან გვიან შემოდგომამდე, ყვავილობა ივნის-სექტემბერში, ნაყოფიანობა აგვისტო-სექტემბერში. ერთი მცენარე საშუალოდ 3000 კაკლუჭას იკეთებს. აღმოცენება 8-10 სმ სიღრმიდან. ხასიათდება ხანგრძლივი აღმოცენების უნარით. იზრდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესებსა და ნარგავებში, მდელოებზე და გზისპირებზე. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.
წყარო
ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა