ქაფურის ხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქაფურის ხე – (Cinnamomum camphora); მარადმწვანე ხე მცენარე, დაფნისებრთა ოჯახის წარმომადგენელი. მისი სიმაღლე 20—50 მეტრს აღწევს. ტყავისებრი ფოთლები და პატარ-პატარა მოთეთრო ყვავილები აქვს. მწიფე ნაყოფი მუქი ლურჯია. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.
ქაფურის ხე– ბიბლიური მცენარე
„ბაღი ხარ დახშული, სძალო, დაო ჩემო, ჭა დაგმანული, წყარო დაბეჭდილი... ნარდით და ზაფრანით, ლერწმით და კინამოთი, ყოველგვარი გუნდრუკის ხითურთ, მურრით და ალოეთი, ყოველგვარი რჩეული სურნელებით“. (ქებათ ქება 4,12-14)
მთარგმნელს, როცა იგი „კინამო“-ზე საუბრობს, მხედველობაში აქვს ქაფურის ხე, რომლისაგანაც ამზადებენ მძაფრი სუნის მქონე ეთერზეთს, რომელსაც ადრევე იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ და ნელსაცხებლად.