პომინდვრიანი იახნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:23, 10 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პომინდვრიანი იახნი − ბოსტნეულისაგან დამზადებული კერძი.
წვრილად დაჭრილ მწვანე პომიდორებს მოხარშავდნენ და საწურში გაატარებდნენ, შემდეგ ერბოში შემწვარ პრასა-მაკიდოს წყალს დაუმატებდნენ და ცეცხლზე შედგამდნენ. როგორც კი წამოდუღდებოდა, დანაყილ ნიორნარევ მარილს ჩაყრიდნენ და ერთხელ კიდევ წამოადუღებდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:119.