ყურძნის ლეჩერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:49, 17 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ყურძნის ლეჩერი – დაჭყლეტილ ყურძენს საწურში გაწურავდნენ, აადუღებდნენ, ქაფს მოხდიდნენ, როცა მესამედი ნაწილი დარჩებოდა, გააცივებდნენ და კვლავ გაწურავდნენ, ჭურჭელში ჩაასხამდნენ, ბრიჯს, კანგაცლილ ბრტყლად დაჭრილ ხაპს ჩააყრიდნენ და მოხარშავდნენ – დაადუღებდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:163.