გათვალვა
გათვალვა − თვალის ცემა, ტრადიციული რწმენით, თვალშურიანი კაცის მიერ პირუტყვზე ანდა ადამიანზე ავი თვალით შეხედვას ნიშნავდა.
აჭარაში თვალნაცემს ასე შეულოცავდნენ:
„მარიამ ტიროდა, მარიამ ყვიროდა, მარიამ ყრიდა ცრემლსა მარგალიტისა,/მოვდა წმინდა გიორგი და ასე უთხრა: დაო მარიამ რას ტირი, რას ჩივი, რას ყრი ცრემლსა მარგალიტისა,/რავა რას ვტირი, რავა რას ვჩივი, რავა რას ვყრი ცრემლსა მარგალიტისასა?/ური- ებსა ქორწილი აქვს, ჩემი შვილი წვეულია,/გავარდნილა ბულთი, მოხთენია თვალში, და თვალი ეფსება,/ამიზა რას ტირი, ამისა რას ჩივი, ამიზა რას ყრი კურცხალს, მარგალიტსა,/ჩადი ბაღჩაში, გადმოიტანე სამი სამყური,/ფოლადაჲ ნემსით წითელ აბრეშუმზე წამოაცვი,/დაადე თვალსა, გაქარდება ქარსავით და წავა წყალსავით”. შელოცვა დღეში სამჯერ სრულდებოდა.
ლიტერატურა
შამილაძე, 1966:23; ნიჟარაძე, 1971:123; აბაშიძე, კომახიძე, 1998:204.