ხვითო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:08, 20 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:Example.png
წარწერის ტექსტი

ხვითო

1. ხვითო მაგიური მომცრო მინერალური წარმოშობის ქვა იყო. უჟმურშეყრილი ბავშვის „გამოლოცვის” − „უჟმურის გამოლოცვის” დროს სწორედ ასეთ ხვითოს იყენებდნენ, რომელიც ოთხ-ხუთ სანტიმეტრიანი თუ უფრო პატარა ზომის სრიალა ზედაპირიანი წყლის, ანდა მართლაც, სხვა ტიპის, კოსმოსური წარმოშობის ქვა იყო.

2. ერთნაირი თეთრი ქვა − კენჭი, რომელიც თითქოს წყალში იხსნებოდა. გველის ნაკბენი ადგილის განკურნების მიზნით ადგილს ასეთი წყლით მოიბანდნენ. ზოგიერთის რწმენით, ხვითო ზღვის ფსკერზე კენჭების სახით იყო დალექილი ანდა შეიძლება დიდ წვიმას მოჰყოლოდა. ხვითოს წყლიან ჭურჭელში ჩაყრიდნენ და მანამ ანჯღრევდნენ, სანამ წყალი ნაცრისფერს არ მიიღებდა. ხვითოიან წყალს კანით დაავადებულთა სამკურნალოდაც იყენებდნენ.


ლიტერატურა

ნიჟარაძე, 1971:435; მგელაძე, 2018.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები