ხორციკვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:49, 21 თებერვალი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხორციკვერი − ბოლში გამოყვანილი გამხმარი ხორცი: დაკეპილ ხორცს მწვანილეულით შეანელებდნენ, კვერებად შეკრავდნენ და ბუხარში სპეციალურად გაკეთებულ ჩელტზე გაახმობდნენ, სუფრაზე სახელდახელოდ გამოტანის დროს ნაკვერჩხალზე ანდა ტაფაზე მომწვარ კარაქში შეწვავდნენ. მოსახლეობაში ცნობილი იყო წვრილად დაკეპილი და მწვანილეულით შეზავებული ხორცის კვერების ფასტურმად გახმობის წესიც.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:439; აბაშიძე. კომახიძე, 1998:190.