აბაშიძე ავთანდილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავთანდილ აბაშიძე

აბაშიძე ავთანდილ – დაიბადა 1959 წლის 1 აგვისტოს ლენტეხის რაიონის სოფელ ჩიხარეშში.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1986). სამხედრო სამსახური (1977-79).

სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა პროკურატურის სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1986-95). პარლამენტის წევრი (1995-96): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, იურიდიული კომიტეტის, კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე (1996-2003); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე (2003-2004). მინიჭებული აქვს უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლის საკლასო ჩინი.



წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები