ბახტაძე დემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემურ ბახტაძე – დაიბადა 1939 წლის 6 აპრილს თბილისში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი; თსუ პროფესორი; ღირსების ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1965); ასპირანტურა (1972).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) საკომპენსაციო სიით, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიისაგან; ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საქმეების ქვეკომისიის თავმჯდომარე.