ცინცქილაძე ზურაბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზურაბ ცინცქილაძე – დაიბადა 1952 წლის 6 ივლისს ბათუმში.
განათლება – თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინსტიტუტი (1974).
სამუშაო გამოცდილება
- თეატრისა და კინოს მსახიობი და რეჟისორი.
- პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, საპროცედურო კომიტეტის წევრი.
- საქართველოს დამსახურებული არტისტი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენის კავალერი.