ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რუკა – (administrative map), გამოსახულია ქვეყნის შიდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები, მაგალითად:
აშშ-ში – შტატი, ოლქი, მუნიციპალიტეტი;
საფრანგეთში – რეგიონი, დეპარტამენტი, ოლქი, კანტონი, კომუნა;
დიდ ბრიტანეთში – საგრაფო, ქალაქი, ოლქი, რაიონი;
გერმანიაში – მიწა, მ.შ. ქალაქი, ოლქი, რაიონი, თემი;
იტალიაში – ოლქი, პროვინცია, კომუნა;
ესპანეთში – ავტონომიური თემი, პროვინცია, კომუნა;
პოლონეთში – რეგიონი (ვოევოდი), დეპარტამენტი (პოვიატი), კომუნა;
თურქეთში – რეგიონი, პროვინცია (ილი, ყოფილი ვილაიეთი), რაიონი;
რუსეთის ფედერაციაში – რესპუბლიკა, ოლქი, მხარე, ავტონომიური ოლქი, ავტონომიური ოკრუგი, ქალაქი ფედერაციული მნიშვნელობით;
საქართველოში – ავტონომიური რესპუბლიკა, მხარე, მუნიციპალიტეტი (რაიონი), ქალაქი მუნიციპალიტეტის მნიშვნელობით (თვითმმართველი).

ეს ტერიტორიული ერთეულები რუკაზე ერთმანეთისგან გამიჯნულია სხვადასხვა კატეგორიის საზღვრებით და შეფერილობით.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები