ანტიმილიტარიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტიმილიტარიზმი - (ბერძნული anti – საწინააღმდეგო და ლათინური militaris – მილიტარიზმი) – იდეების და საზოგადოებრივი მოძრაობების ერთობლიობა, რომელიც მიმართულია შეიარაღების ზრდის, რეაქციული სამხედრო ძალადობის იდეოლოგიისა და პრაქტიკის წინააღმდეგ. პაციფიზმისგან განსხვავებით, მიმართულია არა ზოგადად ომის, არამედ სამხედრო ძალის გამოყენების არასამართლიანი, ექსპანსიური მიზნების წინააღმდეგ. ანტიმილიტარიზმი და ყველა სხვა მოძრაობები, რომლებიც უარყოფენ გამალებულ შეიარაღებას, პოლიტიკის ძალისმიერ მეთოდებს, გამოდიან შიდა და სახელმწიფოთაშორისი წინააღმდეგობების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მოთხოვნით. საერთო ჯამში წარმოადგენს ანტისაომარ მოძრაობას.