არარატის ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არარატის ქუჩა − ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ავლაბარი); გელათის ქუჩიდან არმაზის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 შესახვევი.