ბაკურიანის ნაკრძალი მეურნეობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაკურიანის ნაკრძალი მეურნეობა – საჯიშე მელიების, მენადირეობის მეურნეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში. მოეწყო 1932 წელს. გაშენებული იყო 100 ჰა ფართობზე. აქ მიღებულია მელიის საუკეთესი ჯიში – თეთრი მელა, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენს. მას „ბაკურიანული თეთრი მელა“, „ქართული თეთრი მელა“ უწოდეს.