ბალბალუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბალბალუკა - (Malvella sherardiana [L.] Jaub. & Spach); ოჯახი: ბალბისებრნი (Malvaceae). მთელი მცენარე ხავერდივით არის შებუსული. ღერო გართხმულია ან წამოწეული, სიგრძე – 8-50 სმ. ფოთლის ფირფიტა გულივით მომრგვალოა ან თირკმლისებური. ყვავილები მარტოულია, გრძელყუნწიანი, გვირგვინის ფურცლები წითელი ფერისაა ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. V-X. მცენარე გავრცელებულია მშრალ ველებზე, თიხიან ადგილებში, ზოგჯერ სარეველაა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ წნორის მიდამოებში. გავრცელებულია ქვემო ქართლშიც.