ბაჩანას ქუჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაჩანას ქუჩა − ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ავლაბრის ქუჩიდან ლადო მესხიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე მარიამის ქუჩა ერქვა (სახელწოდება უკავშირდება წმინდა მარიამის ეკლესიას). დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. 1923 წელს დაერქვა ბაჩანას სახელი. აქვს 1 ჩიხი.