ბელტიყლაპია – ქართული ხალხური ფანტასტიკური ზღაპრების ერთ-ერთი პერსონაჟი. იგი სხვებთან ერთად დიდ დახმარებას უწევს ზღაპრის გმირს დაბრკოლებათა დაძლევაში. ბელტიყლაპია განეკუთვნება ქომაგ პერსონაჟთა ჯგუფს.
ე. მაცაბერიძე
წყარო
ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I