ბულატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბულატი − (სპარს. pulad ფოლადი), ბულატის ფოლადი, მაღალნახშირბადიანი სხმული ფოლადი, რომელიც განსაკუთრებული სტრუქტურით, მაღალი სიმტკიცით, დრეკადობით, სისალითა და ზედაპირის მოხატულობით (ნახჭით) გამოირჩევა. შუა საუკუნეებში (ე.წ. „დამასკოს ფოლადი”) და ნაწილობრივ ჩვენს დროში, ბულატისგან ამზადებდნენ და ამზადებენ განსაკუთრებული სიმტკიცისა და სიმახვილის ცივ იარაღს – ხმალს, ხანჯალს, დაშნას, დანასა და სხვ.