გოგაშენის ტერასები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოგაშენის ტერასები – ხელოვნური ტერასები ახალქალაქის პლატოზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან დაახლოებით 1740 მ სიმაღლეზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში. აქ ვაზი XIX საუკუნის შუა პერიოდში გაშენებული უნდა ყოფილიყო. ივ. ჯავახიშვილს ასეთი ჩანაწერი აქვს გაკეთებული: „ლ. ზაგურსკისათვის ზღვის დონითგან 4000 სიმაღლეზე ვაზის რქა მიურთმევიათ”.
იხილე აგრეთვე
ტერასული სოფლის მეურნეობა სამცხე-ჯავახეთში