დახერხვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დახერხვა
- ხის დამუშავებაში – ხერხის საშუალებით მრგვალი სორტიმენტების (მორი, კუნძი) ფიცრებად, ძელებად, ძელაკებად, ნაგვერდულებად დანაწევრების პროცესი. არსებობს დახერხვის სახეები: განივი, გრძივი, დაშლითი, დაყოფით, პირაპირული, პარალელური, რადიალური, სეგმენტური, სექტორული, ტანგენციური (წლიური რგოლების მხების მიმართუ-ლებით), შემობრუნებით, შერეული, წვერიდან, წიბოზე, ჯგუ-ფური და სხვ.;
- ქვის დამუშავებაში – კარიერში მოპოვებული ბუნებრივი ქვის ბლოკების დამუშავება დეკორატიული ფილების მისაღებად. წარმოებს სახერხ ჩარხზე.