დეკანოზიშვილი ნუციკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუციკო დეკანოზიშვილი

დეკანოზიშვილი ნუციკო – (1973), პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი – ნინო გოგიაშვილი. დაიბადა თელავში. არის თელავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექსმცოდნეობასა და ლიტერატურის თეორიაში კითხულობს ლექციებს. გამოცემული აქვს კრებულები: „ამინდები ბის-ზე”, „ნამსხვრევები” (2012).


საგაზაფხულო აღსარება
ჩემს უსაყვარლეს იღუმენია იოანას!
მოვედი, დედაო,
მხდალი და ფერმკრთალი,
მიწის ღონიერმა მეწყერმა წამიღო...
ბავშვივით წრფელი ვარ და მაინც ვერაგი,
თქვენ უნდა გამიგოთ!
ვევნები...
ღიმილს კი ვერაფრით ვივიწყებ,
მაგიჟებს აპრილის საღამოს სუნთქვა,
ტალანდოს რაკუნში მაცხოვარს ვუღიმი,
იქნებ მიშველოთ და
გამიგოთ უნდა...
გაზაფხულს მოვყევი კაბების ფრიალით,
გზადაგზა დაღვრილი აპრილი ვაგროვე,
მინდვრის ყვავილებით ოცნება შევკონე
და ისიც მაცხოვრის ფეხებთან დავტოვე...
ჩემს სულს რა ვუთხარი,
დედაო, გული კი,
საშინლად ლამაზი ცოდვისთვის მაქეზებს...
თქვენს ძაძებს ვემთხვევი
და ხელებს გიკოცნით,
უნდა მაპატიოთ, დედაო!
გაგენდეთ...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები