დიფერენცირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიფერენცირება – f(x) ფუნქციის დიფერენცირება ნიშნავს მისი f'(x) წარმოებულის მოძებნას. ტერმინი წარმოშობილია ლათინურიდან differentia – სხვაობა, რაც დაკავშირებულია წარმოებულის განმარტებასთან, როგორც ფუნქციის ნაზრდისა და არგუმენტის ნაზრდის შეფარდების ზღვარი.
საზოგადოდ, ფუნქციის დიფერენცირება ნიშნავს მოიძებნოს მისი წარმოებული ან დიფერენციალი წერტილში ან რაიმე სიმრავლეზე, კერძო წარმოებული ან მიმართულებით წარმოებული, კერძო დიფერენციალი ან სრული დიფერენციალი .