ეკატერინე გაბაშვილის სახლ-მუზეუმი ახალქალაქში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკატერინე გაბაშვილის სახლ-მუზეუმი - სახლ-მუზეუმი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, გაბაშვილის ქუჩაზე. სახლი ეკუთვნოდა ცნობილ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ეკატერინე გაბაშვილს (1851-1938 წწ.) მწერალი ყოველ ზაფხულს სოფლად ატარებდა. სახლი ერთსართულიანია. შედგება ოთხი ოთახისაგან. ერთ-ერთ ოთახში დგას მწერლის საწერი მაგიდა, საწოლი, კედელზე კიდია სურათები.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები