ეკლესია ძუძუხატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ეკლესია ძუძუხატი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხის სამხრეთით 4 კილომეტრზე, პარატისისა და ქვათახევის გზის გასაყართან, მთის ტყიან ფერდობზე. სავარაუდოდ თარიღდება X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (6,5X4,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: არა აქვს გადახურვა, კედლები მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი, შიდა სივრცე ქვაყრილითა და მცენარეულობითაა ამოვსებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევაროვალური აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მხრებით. საკურთხეველში ორი ნიშია. ისინი გადახურულია ერთ ქვაში ამოკვეთილი შეისრული თაღით. შემორჩენილია მინაშენის კვალი.