ექსპონომეტრია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ექსპონომეტრია – შუქმგრძნობიარე მასალების ექსპონირების პირობების განმსაზღვრელი მეთოდი კინო და ფოტოგადაღებების დროს. ექსპონომეტრია ერთ-ერთი მთავარი და საპასუხისმგებლო სფეროა კინოოპერატორის ხელოვნებისა და მჭიდროდაა დაკავშირებული სენსიტომეტრიასთან.