ვაჩიანის ტბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვაჩიანის ტბა – ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩიანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1734 მ სიმაღლეზე.
ზედაპირის ფართობია 0.12 კმ2 ,
უდიდესი სიღრმე – 1 მ.
საზრდოობს წვიმისა და თოვლის ნადნობი წყლით. აგრეთვე მდინარე მურჯახეთისწყლით (ფარავნის მარცხენა შენაკადი). იყენებენ სარწყავად. ტბის მიდამოები დაჭაობებულია.