ვეგენერი ალფრედ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ ვეგენერი

ალფრედ ვეგენერი – (გერმ. Alfred Lothar Wegener, 1880 - 1931 წ.წ.), გერმანელი, გეოფიზიკოსი, მეტეოროლოგი და გეოგრაფი, პამბურგისა (1921 წლიდან) და გრაცის (1924 წლიდან) უნივერსიტეტების პროფესორი.

1906-1908 წ.წ. მონაწილეობას იღებდა დანიის მიერ მოწყობილ გრენლანდიის ექსპედიციაში როგორც მეტეოროლოგი, და 1912-1913 წ.წ. იმავე გრენლანდიაში კოხის მიერ მოწყობილ ექსპედიციაში. გრენლანდიაში მესამე ექსპედიციის დროს (1929-1932 წ.წ.) ის დაიღუპა.

დიდი სახელი მოიხვეჭა ვეგენერმა თავისი ჰიპოთეზით კონტინენტების გადანაცვლების შესახებ, რომელიც მან პირველად გამოთქვა 1912 წელს. ამ ჰიპოთეზის თანახმად — „კონტინენტები — დედამიწის ზედაპირული გარსი (რომლის ხვედრითი წონაა 2,9) - არ ქმნიან მთლიან საფარს, არამედ, მსგავსად წყალში მოცურავე ყინულებისა, დაცურავენ მეორე გარსის ბლანტ მასაში (რომლის ხვედრითი წონაა 3,4), რომლისაგანაც შემდგარია ოკეანის ფსკერი. უძველეს გეოლოგიურ პერიოდებში კონტინენტური ლოდები იყო მთლიანი, მაგრამ უფრო გვიან ეს მთლიანი მასა დაიშალა ნაწილებად. რომლებმაც იწყეს ერთმანეთისაგან დაშორება… ატლანტის ოკეანე წარმოადგენს უზარმაზარ ნაბზარს, რომლის ნაპირები წინათ უშუალოდ ეკვროდნენ ერთმანეთს, რასაც ამტკიცებს სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ნაპირების მოხაზულობის თანადამთხვევა… კონტინენტების გადაადგილება იწვევდა პოლუსების გადანაცვლებასაც, რაც კლიმატური სარტყლების გადანაწილებას იწვევდა“.

ვეგენერს ეკუთვნის სერიოზული შრომა გეოფიზიკაში და მეტეოროლოგიაში; მის ღირსშესანიშნავ ნამუშევრებს უნდა მიეკუთვნოს „კონტინენტებისა და ოკეანეების წარმოშობა“ 1922 წ.

„თეორიამ კონტინენტების „დრიფტის“ შესახებ მსოფლიო სახელი მოუხვეჭა ვეგენერს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ე. ზიუსის ცნობილი შრომის „დედამიწის სახის“ შემდეგ არც ერთ წიგნს კონტინენტების წარმოშობის თეორიის შესახებ არ მოუხდენია თანამედროვეებზე ისეთი დიდი გავლენა, როგორც ა. ვეგენერის თხზულებას.


წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები