კოხი გოტფრიდ ჰენრიხ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოტფრიდ ჰენრიხ კოხი – გერმანელი მსახიობი და თეატრალური მოღვაწე, (1703-1775).

კოხი ტრაგიკული ჟანრის მსახიობი იყო. თავიდან მუშაობდა ნოიბერთან, შემდეგ შიონემანთან. 1750 წელს ლაიფციგში აყალიბებს საკუთარ დასს. დასაწყისში, მაყურებელის სიმპათიის მოსაპოვებლად, არ უარყოფდა არლეკინების დამახასიათებელი თვისებების გამოყენებას, მაგრამ მიისწრაფოდა სერიოზული, ტრაგიკული რეპერტუარისკენ. კოხი განათლებული ადამიანი იყო, კარგად იცნობდა ფრანგი განმანათლებლების ლიტერატურას და ხელოვნებას. კოხი, ნოიბერის მსგავსად, იბრძოდა, რომ თეატრი ლიტერატურისთვის დაექვემდებარებინა. კოხმა თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ დიდ, სერიოზულ დასს საგასტროლო მოგზაურობის გარეშეც შეუძლია არსებობა, უფრო მეტიც, სტაციონარულად, ერთ ადგილზე მყოფი დასი გაცილებით კარგად მუშაობს.

მაყურებლთა მისაზიდად არლეკინიადები შეცვალა იტალიურის მსგავსი ინტერმედიებით. ამ მუსიკალურ ფარსებს ანტრაქტების დროს დიდი წარმატება ჰქონდათ. კოხს დაებადა იდეა შექმნილიყო ამ ტიპის ორიგინალური გერმანული ნაწარმოებები. ასე გაჩნდა ჟანრისზინგშპილი – პირველი ნიმუშები, მაგალითად, „თავისუფლებაზე მყოფი ეშმაკი“. ზინგშპილის სპეციფიკური თავისებურება ის იყო (იტალიური ოპერა-ბუფონასგან განსხვავებით), რომ ასრულებდა არა საოპერო, არამედ დრამატული მსახიობი.

მუსიკა კომპოზიციურად მარტივი იყო და მასში გამოყენებული სიმღერები ყოფაშიც მკვიდრდებოდა. ზინგშპილის შესრულება ხელსბუწყობდა სინთეზური მსახიობური ტექნიკის განვითარებას. ყველაბმსახიობს უნდა შეძლებოდა სიმღერა და ცეკვა. კოხის დასი ლაიფციგის სკოლის ერთგვარი გამგრძელებელი იყო, წამღერებული მეტყველებით და მოძრაობის საბალეტო გრაციით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები