ვერბალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერბალიზაცია – (ლათ. verbum – ზმნა),

1. ტრანსპოზიციის კერძო სახე, როდესაც ზმნის როლში შეიძლება მოგვევლინოს სხვა მეტყველების ნაწილი. ასეთი გადასვლა გულისხმობს არა მორფოლოგიურ გამოხატვას (შდრ. თეთრი > თეთრდება), არამედ სინტაქსურს – სხვა მეტყველების ნაწილი წინადადებაში გვევლინება ზმნა-შემასმენლის ფუნქციით: „როცა ესპანელების მეზარბაზნემ თავისი ზარბაზნის გასროლა დააპირა, მე ბრძანება გავეცი: – „თაფ“ (ე. ი. ისროლე).

2. ენობრივი ონტოლოგიზაცია, ენობრივად გადაქცევა.

ნ. ჭუმბურიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები