ვოლტიე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვოლტიე – ბელგიური ხალხური თოჯინების თეატრის კომიკური გმირი. სუსტი, გრძელმკლავება, დიდცხვირა მასხარა, სატირიკოსი. ვოლტიეს სახე პიესებში შეჰყავთ სრულიად სხვადასხვა ეპოქის ცხოვრების ჩვენებისას, მაგრამ მისი ტანსაცმელი და გარეგნული იერი უცვლელია.