ვულგარიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვულგარიზმი – (ლათ. vulgarus – საერთო, სახალხო, უბრალო), ჟარგონის უკიდურესი სახეობა: უხეში, უწმაწური სიტყვები და გამოთქმები.
ლიტერატურაში იგი ვლინდება მხოლოდ პერსონაჟის მეტყველებაში, როგორც ამ უკანასკნელის უხამსობისა და უკულტურობის წარმოსახვის ერთ-ერთი საშუალება, ხერხი.
ა, შე ღორო, შენ ბალაბაკო! სტყუის, სტყუის ეს წუწკი! რა გითხრა, შე მუტრუკო, ქსენიამ, არ გაჯავრდა, არ შეგაგინა?
(ჭ. ლომთათიძე)
წყარო
- ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი[[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები