ზმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზმა – ორაზროვანი სიტყვებისაგან შედგენილი „გამოცანა-ლექსი. თამარ მეფის ისტორიკოსი ორჯერ ახსენებსს მგოსანთა ზმობას: „იყო ზმა მგოსანთა“... „იყო სიხარული და ზმა მგოსანთა“. სულხან-საბას განმარტებით ზმა „ქმნასაც“ ნიშნავს და „იგავით გასაღიმებელსაც“. დღეს ზმა, ჩვეულებრივ, კალამბურის მნიშვნელობით იხმარება. ზმა გავრცელებული იყო როგორც ლიტერატურაში ასევე ფოლკლორში.
- მაღლით წვიმა მოდიოდა,
- ნაბადმა ვერ დამფარაო,
- დამასველა მან თავიდან
- ფეხებამდე მასხა რაო.
(აკაკი)