კალინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალინე − (Καλλῖνος ), ძველი ბერძენი პოეტი−ელეგიკოსი.

კალინეს მოღვაწეობა იმ დროს ემთხვევა, როდესაც კიმერიელები მცირე აზიას შეესივნენ (670 წლის მახლობლად), ლიდიის დედაქალაქი სარდე აიღეს და ბერძნულ ქალაქებს ემუქრებოდნენ.

კალინეს სამშობლო იყო ეფესო, რომელიც მაგნესიას ებრძოდა (ბრძოლა ქალაქებს შორის საკოლონიზაციო მოძრაობის დროს). ეფესოს გაუმარჯვია ამ ბრძოლაში. მაგნესიასთან ბრძოლის შემდეგ ეფესოს კიმერიელებთან და ტრერელებთან ბრძოლა გადაუტანია. ყველა ამ ბრძოლაში მონაწილეობდა კალინე თავისი ელეგიებით. ამ მოვლენებზე მიგვითითებს თვით კალინეს ელეგიებიდან გადარჩენილი ტაეპები: „ლაშქარი დაიძვრის ახლა კიმერიელ მოსისხლე მტრისკენ“, ნათქვამია ერთ ნაწყვეტში, ხოლო – მეორე ნაწყვეტი გადმოგვცემს: „ტრერელი ვაჟკაცნი მიჰყავს“. ცხადია, ამ ტაეპებში ლაპარაკია მტრის წინააღმდეგ დარაზმვაზე. ამ ბრძოლების დროს კალინე მოუწოდებდა თანამოქალაქეებს ქვეყნის დასაცავად. ჩვენამდე მოღწეულია ერთი ელეგიის 17-ტაეპიანი ნაწყვეტი, რომელშიაც კალინე უმტკიცებს მოქალაქეებს, რომ საჭიროა მტრის შემოსევის დროს სამშობლოს დაცვა. შემცდარი იქნება ის მოქალაქე, რომელიც იფიქრებს, რომ ის სიკვდილს აიცდენს თავიდან, თუ მტერთან შებრძოლებას გაექცევა. სიკვდილი მას მაშინ ეწვევა, როდესაც მას სიკვდილის ღმერთები მოქსოვენ. ბრძოლის ველიდან გამოქცეული მეომარი არავისთვის სასურველი არ არის. თუ ვაჟკაცი ბრძოლაში იღუპება, მას დასტირის ყველა; თუ ის ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა და ცოცხალი დარჩება, მას ყველანი თაყვანს სცემენ, როგორც ნახევარ-ღმერთს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები