კასპიის მექვიშია ღორჯო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასპიის მექვიშია ღორჯო – Neogobius fluviatilis Pallasi (Berg) 1916

თევზი ღორჯოსებრთა ოჯახისა. ქერცლი უფრო მსხვილი აქვს, ვიდრე შავი ზღვის მექვიშია ღორჯოს. მუცლის ფარფლები ახალგაზრდებში ანალურ ხვრელს სცილდებიან, ხოლო ზრდასრულებში – იქამდე ვერ აღწევენ. დინგის წვეროდან ლაყუჩის სახურავის წინა კიდემდე არსებული მანძილი, ჩვეულებრივ, მეტია თვალის უკანა კიდიდან ზურგის პირველი ფარფლის დასაწყისამდე არსებული მანძილისა. ზურგის მეორე ფარფლსა და ანალურ ფარფლს შორის ქერცლების გასწვრივი რიგები 16-18-ია, კუდის ბოლოსაკენ – 6-8. ზოგჯერ შეფერილობა ზურგის პირველი ფარფლისა ნაზი, მუქიზოლიანია, უკანა ნაწილი – მკვეთრად შეჯგუფულია, რაც ბ.ს. ილინის მიხედვით, შავი ზღვის ფორმას არა აქვს. სიგრძით 160 მმ-მდე აღწევს.

გავრცელებულია კასპიის ზღვაში, ურალისა და ვოლგის დელტებში.

კასპიის ღორჯოებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სარეწაო ობიექტია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები