კახარეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კახარეთი – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ლელოვნის თემში, ერუშეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1090-1230 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 5 კმ მანძილზე. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 298, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). შემორჩენილია XIX საუკუნის მეჩეთი