კომპოზიცია (ლიტერატურული ნაწარმოების)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომპოზიცია − ( (ლათ. compositio − აგება, შედგენა, კავშირი),მხატვრული ნაწარმოების წყობა, აგებულება, მთლიანობა; ერთ-ერთი მხატვრული ხერხი სინამდვილის წარმოსახვისა, მწერლის იდეური და მხატვრული ჩანაფიქრის განხორციელებისა. მხატვრული ფორმის ერთი ძირითადი კომპონენტთაგანი.

ზოგჯერ კომპოზიციის ნაცვლად ხმარობენ არქიტექტონიკას.

ლიტერატურული ნაწარმოების ყოველი გვარი თავისებური კომპოზიციით ხასიათდება. განსაკუთრებით მკვეთრი განსხვავება არსებობს, ერთი მხრი, ლირიკულ, ხოლო, მეორე მხრივ, ეპიკურ და დრამატულ ჟანრებს შორის. პირველის სფეროში კომპოზიციის უშუალო ძირითად საფუძველს რიტმი და წარმოსახული ემოციების დამოკიდებულების განვითარება წარმოადგენს; ეპიკურ და დრამატულ ჟანრებში კი − სიუჟეტი, თუმცა განსხვავება ამ უკანასკნელთა შორისაც არსებობს თვით. სიუჟეტის განვითარებისა და, მაშასადამე, კომპოზიციის ხასიათის მხრივაც.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები