კურანტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კურანტები - (ფრანგ. courant), კოშკურის ან ოთახის დიდი „ზარიანი“ საათების ძველი სახელწოდება, რომლებშიც აწყობილი ზარების ნაკრები ასრულებს მცირე მოტივს ან მელოდიას წინასწარ დადგენილ საათებში. რუსეთში პირველი კურანტები დაიდგა მოსკოვში კრემლის სპასის კოშკზე (1625 წ), მათი ზარები აწყობილია ქრომატიულად 2 ოქტავის დიაპაზონში.