ლადოგური რიპუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლადოგური რიპუსი – (Caregonus albula infraspecies ladogenis Pravdin), თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. რომელიც აკლიმატიზებულია 1930-1934-იან წლებში მაშინდელი ლენინგრადის ოლქის ვოლხოვის თევზსაშენი ქვირითის გადმოტანით ტაბაწყურისა და ფარავნის ტბებში. ფარავნიდან გავრცელდა საღამოს ტბაში. სამცხე-ჯავახეთიდან გადაყვანილია საქართველოს სხვა წყალსატევებში. 1944-49 წლებში მისი მოპოვება შეადგენდა 290-328 ცენტნერს წლიურად. ამჟამად მისი რაოდენობა მკვეთრადაა შემცირებული.