ლექსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლექსი – რიტმული მეტყველება რომელიც მკვეთრად გამოვლენილი მეტრული კანონზომიერებით, ბგერწერითა და ემოციურობით ხასიათღება. იგი მხატვრული მეტყველების რიტმული და ბგერითი ორგანიზაციის უმაღლეს ფორმას წარმოადგენს.
ლექსი პროზისაგან განსხვავდება გრაფიკულადაც: შედგება ტაეპებისა და სტროფებისაგან.