ლიზოსომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლიზოსომა – (lysosoma; ბერძნ. lysis დაშლა, გახრწნა + soma სხეული) – ციტოპლაზმას ორგანოიდი, რომელიც ჰიდროლიტიკურ ფერმენტებს შეიცავს. ლიზოსომები შლიან ბიოლოგიურ მაკრომოლეკულებს ანუ ისინი უჯრედის საჭმლის მონელების ფუნქციას ასრულებენ.