ლიჩელი თამარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამარ ლიჩელი

თამარ ლიჩელი – (8. XI,1978, თბილისი), ქართველი პიანისტი. 2002 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია საფორტეპიანო განყოფილება, 2006 ასპირანტურა (ორივე თ. ამირეჯიბის ხელმძღვსნელობით). სტაჟირება გაიარა რომის სანტა-ჩეჩილიას ნაციონალურ და მიუნჰენის (გერმანია) მუსიკალურ აკადემიაში.

თამარ ლიჩელი არაერთი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია მათ შორის ეტლინგენის საერთაშორისო კონკურსი, სპეციალური პრიზი (გერმანია), გიოტინგენის შოპენის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (გერმანია), მარკო-პოლოს საერთაშორისო კონკურსი I პრემია (საბერძნეთი), საერთაშორისო კონკურსი „IbIa Grand Priz“ I პრემია, გრან პრი, სპეციალური პრიზი (იტალია), საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა კონკურსი I პრემია და სხვ. თამარ ლიჩელი აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ეწევა, კონცერტებით გამოდის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თანამშრომლობს ცნობილ მუსიკოსებთან, არაერთი ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია ფ. ღლონტის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის, ვ. აზარაშვილის საფორტეპიანო კვარტეტი, ზ. ნადარეიშვილისა და გ. ჩლაიძის საფორტეპიანო ტრიოები და სხვ.

თამარ ლიჩელი ხშირად ატარებს მასტერკლასებს, როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ. არის არაერთი ეროვნული და საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. 2013 დააარსა თ. ამირეჯიბის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი, არის მისი სამხატვრო ხელმძღვანელი; 2014 დააარსა ტრიო „sempre“ (თ. ლიჩელი ფ-ნო, ლ. მჭედლიძე – ვიოლინო, ჰ. ბაბაიანი – ჩელო);

ლიჩელი აღიარებულია ქართული მუსიკის პროპაგანდისტად და საუკეთესო შემსრულებლად. 2007-დან არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები