აზარაშვილი ვაჟა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აზარაშვილი ვაჟა − (დ. 13 ივლისი, 1936, თბილისი − გ. 7 თებერვალი, 2024) ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988), სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო კონკურსისა და ზ. ფალიაშვილის სახელობის პრემიის (ორივე 2003) ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).
1961 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფესორ ი. ტუსკიას საკომპოზიციო კლასი), 1964 – ასპირანტურა (ი. ტუსკიას და ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი), 1971 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1991 წლიდან პროფესორი), 1997-იდან – საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
სარჩევი |
ძირითადი ნაწარმოებები
- ბალეტი „ხევისბერი“ (1982, დაიდგა ქუთაისში 1984),
- 7 ოპერეტა,
- 2 მიუზიკლი (ყველა დადგმულია),
- 2 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისთვის (2005),
- კონცერტი ჩელოსათვის (1969),
- 2 კონცერტი ვიოლინოსათვის (1972, 1973),
- კონცეტრი ალტისათვის (1973),
- ელეგია, ნოქტიურნი სიმებიანი ორკესტრისათვის,
- 3 პიესა ვიოლინოსათვის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით,
- სონატა ჩელოსათვის,
- სიმებიანი კვარტეტი და საკვარტეტო პიესები,
- „ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე 8 ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის“ (2003),
- მუსიკა სპექტაკლებისათვის (40-ზე მეტი),
- ვოკალური ციკლები ი. გრoშაშვილის და შ. ნიშნიანიძის ლექსებზე (1980).
საესტრადო სიმღერები
- „მზე ჩემი მეგობარია“,
- „დინამო, დინამო“ (ქართული ფეხბურთის მუს. ემბლემა),
- „ისევ წვიმს“,
- „პატარა გოგო“,
- „ხევსურული ბალადა“,
- „დრო სათაყვანო“,
- „დღეები მიდიან“,
- „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“,
- „თოლია“, „
- ძმაო, გაშალე მარჯვენა“ და სხვ.