მანქანის გამავლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მანქანის გამავლობა – მანქანის მოძრაობის უნარი სხვადასხვა პირობებში დამხმარე საშუალებების გარეშე. ძვრადობის (დაძვრის) ერთ-ერთი მახასიათებელი.
მანქანის გამავლობა შეიძლება იყოს:
- ჩვეულებრივი (ავტომობილები ბორბლების ფორმულით 4x2, ჩვეულებრივი საბურავებით და არაბლოკირებული დიფერენციალით),
- გაძლიერებული (სამხედრო ავტომობილები ბორბლების ფორმულით 4x4, 6x4, 6x6, 8x8, ფართოპროფილიანი სალტეებით და რეგულირებული წნევის სალტეებით),
- ნაწილობრივ ან სრულად ბლოკირებული (დიფერენციალებით) და მაღალი (მუხლუხიანი მანქანები და სრულამძრავიანი სამხედრო ავტომობილები უმდაბლესი წნევის სალტეებით და სხვა).
მანქანის გამავლობა ფასდება გრუნტზე კუთრი წნევით, გადასალახავი წინაღობების პარამეტრებით და სხვა.