მიკოიანი სტეფანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტეფანე მიკოიანი

სტეფანე ანასტასის ძე მიკოიანი – (12.07.1922-24.03.2017), სომეხი ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი (1980) საბჭოთა კავშირის გმირი (03.04.1975).

დაიბადა ტფილისში, ცნობილი საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწის, ანასტას ივანეს ძე მიქოიანის (1895-1978) ოჯახში.

1926 წლამდე ოჯახი ცხოვრობდა ქ.დონის-როსტოვში, ხოლო 1926 წელს გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც დაამთავრა 10 კლასი.

1940 წლიდან მსახურობდა წითელ არმიაში. 1941 წელს დაამთავრა ქ. კაჩას მფრინავთა სამხედრო საავიაციო სკოლა. მსახურობდა სამხედრო საჰაერო ძალების სამწყობრო ნაწილებში.

1941 წლის დეკემბრიდან მონაწილეობდა (1941-1945) წლების სსრკ დიდ სამამულო ომში, მფრინავ-გამანადგურებლად. იბრძოდა მე-11 სააავიაციო გამანადგურებელი პოლკის შემადგენლობაში, რომელიც იცავდა მოსკოვს. მისი თვითმფრინავი, მე-13 საბრძოლო გაფრენისას შეცდომით იქნა ჩამოგდებული სხვა საბჭოთა გამანადგურებლის მიერ, და ვარდნისას მოიტეხა ფეხი. ჰოსპიტლიდან დაბრუნებისას იბრძოდა 32-ე გვარდიული საავიაციო პოლკის შემადგენლობაში, სტალინგრადთან და ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე, შემდეგ მოსკოვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, მე-12 გვარდიულ საავიაციო პოლკში.

1951 წელს დაამთავრა ნ. ჟუკოვსკის სახ. სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია და, გადავიდა საფრენოსნო-გამომცდელ სამუშაოზე.

1951 წლიდან მუშაობდა ვ. ჩკალოვის სახ. სამხედრო-საჰაერო ძალების ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მფრინავ-გამომცდელად.

1959 წლიდან მუშაობდა ვ. ჩკალოვის სახ. სამხედრო-საჰაერო ძალების, ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, საგამომცდელო სამმართველოს უფროსად.

1965 წლიდან მუშაობდა ვ. ჩკალოვის სახ. სამხედრო-საჰაერო ძალების, ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსის პირველ მოადგილედ.

1972 წელს მიენიჭა ავიაციის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1975 წლის 3 აპრილს ახალი საავიაციო ტექნიკის ათვისების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და, გამოჩენილი მამაცობისათვის მიანიჭა ავიაციის გენერალ-მაიორ სტეფანე ანასტასის-ძე მიკოიანს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, ლენინის ორდენისა და მედალ „ოქროს ვარსკვლავის“ გადაცემით.

ფრენდა 1978 წლამდე. 1978 წელს გავიდა თადარიგში.

1978 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „მოლნიაში“ გენერალური დირექტორის მოადგილედ საფრენოსნო გამოცდებში, მონაწილეობდა ცნობილი კოსმოსური ხომალდის „ბურანის“ შექმნასა და გამოცდაში, ხელმძღვანელობდა საორბიტო საფრენი მოდელის „ბორ-4“ მუშაობებში.

1992 წლიდან იყო პენსიაში. ცხოვრობდა მოსკოვში. იყო სსრკ დამსახურებული მფრინავ-გამომცდელი (1963) და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1980).

საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებულია ლენინის (1975), წითელი დროშის (1942), სამამულო ომის I ხარ.(1985), წითელი ვარსკვლავის (1944, 1956, 1957, 1966) ორდენებით.


წყარო

სომეხი გენერლები და ადმირალები საქართველოდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები