მილყელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მილყელი – მოკლე მილი აირის, ორთქლის ან სითხის გასატანად ძირითადი მილგაყვანილობიდან ან რეზერვუარიდან.
მილყელი ეწოდება გადამყვანს, თუ მისი ბოლოები განსხვავებულია ფორმითა და ზომით. მიერთების სახეობის მიხედვით მილყელი თავისუფალ ბოლოზე უკეთდება მილტუჩი, კუთხვილი ან მილძაბრა. მილყელებს მიეკუთვნება აგრეთვე შემაერთებელი მილგაყვანილობა სხეულების ტრანსპორტირებისათვის დაწნევათა სხვაობის მეთოდით. არსებობს მილყელის სახეობები: ამომგდები, ამღები, გადასასვლელი, გადასატანი, გამომშვები, გამოსაბოლქვი, ზეთჩასასხმელი, მაერთებელი, მიმყვანი, ორმაგი, რეაქციული, სავენტილაციო, საზეთი, სამკაპა, სარინი, შემშვები, შემწოვი, ჩადგმული, ჩამოსასხამი, წყალსარინი და სხვ.