მიმნერმე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიმნერმე − (ძვ. ბერძ. Μίμνερμος), VII საუკუნის ბოლო წლებისა და VI საუკუნის დასაწყისის ელეგიკოსი პოეტი. თავის სამშობლოდ ის, ერთ-ერთ ელეგიაში, ასახელებს კოლოფონსა და სმირნას. მისი მოღვაწეობა იმ ხანას ეკუთვნის, როდესაც იონიის ქალაქებმა დაკარგეს დამოუკიდებლობა და ლიდიის სახელმწიფოს დაემორჩილნენ. იონიელთა ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ აუსახავს მიმნერმეს თავის ელეგიებში.

მიმნერმეს ელეგიათა რამდენიმე ნაწყვეტი საბრძოლო მოტივის შემცველია. ფრაგმენტში პოეტი მოიგონებს თავის წინაპრებს, რომელთაც ევროპიდან აზიაში (პილოსიდან კოლოფონსა და სმირნაში) ულაშქრიათ და მხნეობის მაგალითი უჩვენებიათ (ფრგ. 9). 12. ფრაგმენტში მიმნერმე აღფრთოვანებით აგვიწერს ერთ მეომარს, რომელსაც ლიდიელებთან ბრძოლაში უსახელებია თავი.

ალექსანდრიულ პერიოდში ცნობილი იყო მიმნერმეს ელეგიების კრებული სათაურით Ναννώ და ძველი პოეტები გადმოგვცემენ, რომ „ნანო“ იყო სახელი ფლეიტის დამკვრელი ქალისა, რომელიც მიმნერმეს უყვარდა. ამ კრებულში მოთავსებული იყო მიმნერმეს ელეგიების ორი ჯგუფი: საბრძოლო და სატრფიალო, მაგრამ მიმნერმეს შემოქმედების დამახასიათებელ თვისებად მიაჩნდათ არა მისი საბრძოლო მოტივი, არამედ სატრფიალო, და ამიტომ გასაგებია, რომ მთელ კრებულს უწოდეს პოეტის სატრფოს სახელი: მიმნერმეს თვლიდნენ ტრფობის პოეტად, მას თვლიდნენ ეროტიკული ელეგიის მამამთავრად.

იმნერმეს ძირითადი დებულებაა შემდეგი: არ ღირს სიცოცხლე სიყვარულის გარეშე; სიყვარული ანიჭებს ადამიანს სიამოვნებასა და განცხრომას, ის აძლევს მიმართულებას ადამიანის საქმიანობას, აღაფრთოვანებს მას საგმირო საქმეებისათვის. დიდი საგმირო საქმე შეასრულა, მაგალითად, იაზონმა; მან შეძლო ოქროს საწმისის მოპოვება აიეტის სამეფოში, კოლხიდაში; მაგრამ ის ამას ვირ შეასრულებდა, რომ მედეას სიყვარული არ დახმარებოდა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები