მსროლელი არტილერიის დაზვერვის სადგური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მსროლელი არტილერიის დაზვერვის სადგური – რადიოლოკაციური სადგური მოწინააღმდეგის არტილერიის, ზალპური ცეცხლის სარაკეტო საშუალებების და ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების საცეცხლე პოზიციების კოორდინატების აღმოჩენისა და განსაზღვრისთვის. დამატებით უზრუნველყოფს ქვემეხების გამიზვნას და საკუთარი არტილერიის სროლის კონტროლს, ფიქტიური რეპერის შექმნას და სხვა. არის საარტილერიო ნაწილების სადაზვერვო ქვედანაყოფების შეიარაღებაში. მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ჭურვების და რაკეტების აღმავალ (დაღმავალ) უბანზე რადიოლოკაციური დაკვირვების შესაძლებლობაზე და შემდგომ ტრაექტორიის ექსტრაპოლაციაზე გამოფრენის (დაცემის) წერტილისკენ.